LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემი გამოტყდა, რომ Spice Girls-ის ცნობილი პრესკონფერენციის დროს ნაბახუსევი იყო

149
victoriaadams201223

ვიქტორია ბექჰემი Spice Girls-ის ცნობილი პრესკონფერენციის შესახებ პირველად ალაპარაკდა. მან აღიარა, რომ მისი უცნაური ქცევა 1997 წლის პრესკონფენრეციის დროს იმით იყო განპირობებული, რომ ნაბახუსევი იყო და თავს საშინლად გრძნობდა. ვიქტორიამ მაშინ მედიის ყურადღება არაადეკვატური ქცევით მიიქცია. მომღერალმა რამდენჯერმე დატოვა მედიისთვის განკუთვნილი საკონფერენციო დარბაზი და გარეთ გავიდა. პრესკონფერენციის დასრულებას კი არ დაელოდა და სივრცე მალევე დატოვა. ამ ფაქტს მაშინ უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, მედიაში წერდნენ, რომ მუსიკოსი ნასვამი იყო.

დღეს კი ვიქტორია ბექჰემი თავის ფანებს გამოუტყდა, რომ ის უბრალოდ ნაბახუსევი იყო და თავს ძალიან ცუდად გრძნობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები