LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის ემუქრება აჩიკო ნიჟარაძე ენის ამოგლეჯით – „ვკითხულობ კომენტარებს და სირცხვილია!..“

217

თბილისობის კონცერტთან დაკავშირებით გამოხმაურებები გრძელდება. მცირე ხნის წინ აჩიკო ნიჟარაძემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა გალაკონცერტში, თავის კოლეგებთან ერთად, ძალიან მკაცრი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს:

„თუ ვინმეს პრეტენზია გაქვთ კონცერტის ხარისხზე, რეპერტუარზე ან იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიაღებინეს მონაწილეობა გალაკონცერტში, მიმართეთ ორგანიზატორებსა და მერიას. რაც შეეხება მეორე საკითხს, არასდროს არც ერთი თქვენგანისთვის ზედმეტი არ მიკადრებია, არც ერთ სიტუაციაში, ასე რომ, ჩემზე არავინ გაბედოთ ზედმეტის თქმა, თორემ ენას ამოგაგლეჯთ. საერთოდ რას ალაპარაკებთ ამ ხალხს, სირცხვილია. დებენ ჟურნალისტები თქვენს პოსტებს და გლანძღავთ სრულიად საქართველო. მეტი საქმე არ გაქვთ, რა…“

მოგეხსენებათ, თბილისობის კონცერტს განსხვავებული გამოხმაურებები მოჰყვა. ზოგიერთი შემსრულებელი დაინტერესდა, ვინ შეადგინა სიები, ზოგმაც კონცერტი უარყოფითად შეაფასა.

აჩიკო ნიჟარაძეს სტატუსის შესახებ განმარტება ვთხოვეთ.

კმაყოფილი ხარ კონცერტით?

აჩიკო:

ჩემი გამოსვლით კმაყოფილი დავრჩი, სხვაზე არაფერს ვიტყვი, მე და დათუნა სირბილაძემ ლაღიძის სიმღერა შევასრულეთ.

აღინიშნა, რომ სიმღერები ისე შესრულდა, როგორც წლების წინ და არაფერი ახალი არ იყო.

თუ დაიწერება ახალი სიმღერები, შევასრულებთ. თუკი ვინმეს რაიმე არ მოსწონს და პრეტენზია აქვს, მიმართოს ორგანიზატორებს. რაც შემოგვთავაზეს, ის სიმღერა შევასრულეთ. რეპერტუარს ჩვენ არ ვარჩევთ. ზოგადად, როცა კონცერტები მზადდება, სიმღერებს პროდიუსერები არჩევენ. ჩვენ შემოგვთავაზეს, მისაღები იყო და სიამოვნებით დავთანხმდით. რომ არ ყოფილიყო მისაღები სიმღერა, შესაძლოა, უარი გვეთქვა. თუ არ უნდა მომღერალს, საერთოდ არ გამოვა…

შენი სტატუსის შესახებ მინდოდა მეკითხა…

ვფიქრობ, სტატუსში ყველაფერი ნათქვამი მაქვს და ვერაფერს დავამატებ, თუმცა ზოგიერთ საიტზე არასწორად დადეს ჩემი ნათქვამი.

ენის ამოგლეჯასთან დაკავშირებით ფრაზა ხომ ნამდვილად დაწერე?

დიახ, მაგრამ მიწერია, რომ ჩემზე არავინ არ გაბედოს არაფრის თქმა, საიტებზე კი გამოიტანეს, არავინ არაფრის თქმა არ გაბედოსო და ასე არ დამიწერია. მე არავის ვლანძღავ და ჩემზეც ნურავინ ნურაფერს იტყვის, დანარჩენი არ მაინტერესებს. ყველამ თავის თავს მიხედოს. სხვაზე რას იტყვიან, მე არ მეხება. გამოვედი, ვიმღერე და წამოვედი. მომავალ წელს შესაძლოა, სხვა გამოვიდეს გალაკონცერტზე.

ზოგადად კი ვფიქრობ, რომ კოლეგების შეურაცხყოფა და ლანძღვა არის სისულელე. ვკითხულობ კომენტარებს კონცერტის თაობაზე და ვფიქრობ, რომ ეს არის სირცხვილი. ბევრი წლის განმავლობაში არ გამოვსულვარ კონცერტებზე, მაგრამ ამის გამო არავინ გამილანძღავს.

unnamed

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები