LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის შეეხება სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა – თბილისის მერია განცხადებების მიღებას დღეიდან იწყებს

130
კახა კალაძე

დედაქალაქის მერია 2022-23 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს.

როგორც დღეს თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა რამდენიმე კატეგორიას ეხება: სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონდე სტუდენტებს, ასევე მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებს.

გარდა ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებული მაგისტრანტებისთვის გაიცემა ფინანსური წახალისება – თბილისის მერიის სტიპენდია.

პირველი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი დაიწყება 

"ტაქსის მძღოლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები".

„დაფინანსდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყველა სტუდენტი, რომელიც ზემოთ ხსენებულ ყველა კატეგორიას განეკუთვნება. რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 50%, 70%, 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც არაუმეტეს 1 125 ლარია. დაინტერესებულმა სტუდენტმა უნდა მიმართოს მერიას. რაც შეეხება წარსადგენ დოკუმენტაციას, ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე. 2022 წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება დავამატეთ“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გასულ წელს ფინანსური მხარდაჭერა 4 555 სტუდენტს გაეწია, მათ შორის 3 020 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, 835 წარჩინებულ მაგისტრანტზე კი თბილისის მერიის სტიპენდია გაიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები