მელანია ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე არ გამოჩენილა. ამერიკის ყოფილი პირველი ლედი მეუღლესთან ერთად ფლორიდაში ჩაფრინდა და ეს ამ ეტაპზე მისი ბოლო საჯარო გამოსვლა იყო პირველი ლედის ამპლუაში. ამ დღეს მელანიამ არჩევანი „გუჩის“ 3700 დოლარიან კაბაზე გააკეთა, რომელიც სტაფილოსფერში იყო გადაწყვეტილი.
დღეს კი მედიაში გამოჩნდა ჟურნალ „ვოგის“ რედაქტორის, ანა ვინტურის ფოტო, რომელსაც მოდის კვირეულზე ზუსტად ეს კაბა აცვია.