LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც შენთან ერთხელ შეხება ქონია, არასდროს დაავიწყდები: გიდი, რომელიც შატილის საბედისწერო ტურს ხელმძღვანელობდა, დაიღუპა

3102
sergo

შატილის საბედისწერო ტურს 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა გიდიც, რომლის გადარჩენის იმედს ბოლომდე არ კარგავდნენ.

სერგო გორლიუკოვის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა დაწერეს. მათი თქმით, გუშინ შეცდომით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიდი საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ცნობილი გიდი, სერგო გორლიუკოვი ტურებს აწყობდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მუშაობდა კომპანია „თრეველ ჯი“-ში მუშაობდა.

 

როგორ უნდა ვილაპარაკო სერგოზე წარსულში და როგორ შევეგუო ამ ფაქტს, ადამიანი – რომელიც უამრავი მოგონების ავტორია თითოეული ჩვენგანისთვის. მშვიდად განისვენე, სერგო…

ღმერთო, როგორ დამწყდა გული, რატომ, რატომ? ნათელში იყოს შენი სული სერგო…

უუ სერგოო, რა სამწუხაროა, რამხელა ტკივილია, ყველაზე მაგარო გიდო და კარგო ადამიანო, ასე მგონია ვისაც შენთან ერთხელ შეხება ქონია, არასდროს დაავიწყდები.

არ მჯერააა, სერგოს ერთად მოვიარე კაბადოკია, ანტალია, სტამბოლი, ბაქო. ყველაზე გამორჩეული, უთბილესი და უმაგრესი ადამიანი. ყველაზე ყურადღებიანი გიდი. ვისაც ერთხელ მაინც შეხება თუ ქონია სერგოსთან, ვერასდროს დაივიწყებს ისეთი პიროვნება იყო. რა სამწუხაროაა, რა საშინელებაა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და დაღუპულთა ოჯახებს.

 

სამძიმრის სიტყვებს წერენ სერგეი გორლიუკოვის ფეისბუქ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, შა­ტი­ლის გზა­ზე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა ერთ კომპანიაში მუშაობდა.

გამოძიება დაიწყო: შსს შატილში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები