LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა, უნდა მოვიდეს თავისუფლების მოედანზე – პრემიერი ამომრჩეველს 27 ოქტომბერს მობილიზებისკენ მოუწოდებს

50
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქარელში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩეველს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ქარელის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ზაზა გულიაშვილს.

„ქარელში ჩვენმა კანდიდატმა მაღალი შედეგი აჩვენა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მეორე ტური გაიმართება, რომელშიც რა თქმა უნდა, დამაჯერებლად გაიმარჯვებს ჩვენი კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი.

ქარელში მას არ ჰყავს ალტერნატივა. ის არის ღირსეული კანდიდატი და დარწმუნებული ვარ, დიდი მხარდაჭერა ექნება. მინდა, ვთხოვო ჩვენს ამომრჩეველს, მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება, არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში. მჯერა, ჩვენი ამომრჩევლის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ამასთან, პრემიერმა მოსახლეობას მიმართა და მათ 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

„ვინც მხარს უჭერს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა, უნდა მოვიდეს თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, “ქართული ოცნება” თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს

ამავე თემაზე:

რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ: კობახიძე

პაპუაშვილი: ჩვენი აქცია ბევრად მასშტაბური იქნება, ვიდრე ოდესმე “ნაციონალური მოძრაობის” აქცია ყოფილა

კობახიძე: კრიმინალების აქცია პრაქტიკულად ყოველდღიურად იმართება ციხეში ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის და გარეთ მისი მხარდამჭერების მიერ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები