LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: კრიმინალების აქცია პრაქტიკულად ყოველდღიურად იმართება ციხეში ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის და გარეთ მისი მხარდამჭერების მიერ

55
ირაკლი კობახიძე

„კრიმინალების აქცია პრაქტიკულად ყოველდღიურად იმართება ციხეში ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის მიერ და ასევე იმართება გარეთ მისი მხარდამჭერების მიერ,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, კობახიძემ „ქართული ოცნების“ მიერ 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოუწოდა, რომ თავისუფლების მოედანზე მივიდნენ.

„ჩვენი მართული აქცია იქნება 27 ოქტომბერს, ჩვენ ძალას იხილავთ და იმ ხალხს, რომელიც დგას ჩვენს უკან. 27 ოქტომბერს ყველას მოვუწოდებთ, გამოვიდნენ თავისუფლების მოედანზე იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვაჩვენოთ ჩვენ ოპონენტებს, თუ სად არის ძალა და ვაჩვენოთ ის, რომ ამ ხალხს სურს თავისუფლება, ღირსება, განვითარება და არა არეულობა და რეგრესი, რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვემუქრება.

კირკიტაძე “ხულიგანი”, უგულავა “ხულიგანი”, მელია “ხულიგანი” – “ხულიგნების” კოჰორტა შემოგვთავაზა “ნაციონალურმა მოძრაობამ” – კობახიძე

კრიმინალების აქცია პრაქტიკულად ყოველდღიურად იმართება ციხეში ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის მიერ და ასევე გარეთ იმართება მისი მხარდამჭერების მიერ. კრიმინალები არიან მიხეილ სააკაშვილი, დავით კირკიტაძე, რას ჰგავდა გუშინ თქვენ ნახავდით, როდესაც რუსთავში ერთ-ერთ მოქალაქეს წიხლი ჩაარტყა, კრიმინალია უგულავა, რომელმაც 48 მილიონი მოიპარა, კრიმინალია მელია , რომელიც პარლამენტში იჭრებოდა და მანამდე ბანკს აკოტრებდა და ა.შ. ესენი არიან კრიმინალები და მათ 30 ოქტომბერს გაეცემა პასუხი“ , – განაცხადა კობახიძემ.

რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ: კობახიძე

პაპუაშვილი: ჩვენი აქცია ბევრად მასშტაბური იქნება, ვიდრე ოდესმე “ნაციონალური მოძრაობის” აქცია ყოფილა