LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისურვებ ქართველებს ისეთ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება კი არა, ხალხის ლიდერი იქნება: ანდრიუს კუბილიუსი

128
BeFunky-collage (3)

ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა აქციაზე „შინ ევროპისკენ“ ქართველი ხალხისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ ვერ გახდება კანდიდატი ქვეყანა, თუ მთავრობა პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს.

მან აღნიშნა, რომ ქართველი ერი პროევროპულია და მას უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ქართველი ხალხი ევროკავშირში ცხოვრებას იმსახურებს. საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროკავშირის ნაწილი. ევროკავშირის მომავალი კი საქართველოს, როგორც კავშირის წევრი ქვეყნის ყოლაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ასეთი საერთო მომავლისთვის როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს შიგნით. ქართველი ერი პროევროპულია და მას უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს.

საქართველოს ფასადური დემოკრატია კი არ სჭირდება, არამედ ნამდვილი დემოკრატია, სადაც პატივს სცემენ ოპოზიციას, სხვადასხვა აზრს, სიტყვის თავისუფლებას, სადაც არ იქნება პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ქართველი ხალხი იმსახურებს ასეთ დემოკრატიას, რადგან ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ ვერ გახდება კანდიდატი ქვეყანა, თუ მთავრობა პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს. საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს და ევროკომისიის რჩევებს. ასე იქცევიან დემოკრატიული მთავრობები ევროკავშირში. ვისურვებ ქართველებს ისეთ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება კი არა, არამედ ხალხის ლიდერი იქნება“, – განაცხადა კუბილიუსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები