მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
როგორც პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, დღეს ნიკა მელია ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე “ქართული ოცნება” თავისი სპეცრაზმით, პოლიციით, პროკურატურითა და მოსამართლეებით.
“ჩვენ განმათავისუფლებელ მოძრაობას ვიწყებთ, რომელიც გპირდებით, რომ აუცილებლად მივა ბოლომდე. ნიკა მელიას დაჭერა ერთი ადამიანის გამოკეტვას სცდება. ძალიან გთხოვთ, არანაირი შიში, შემართება და ბრძოლა გამარჯვებამდე.”-განაცხადა ხოშტარია.
მისივე თქმით, ნიკა მელია არის ძლიერი. მას აქვს თავგანწირვა, არასდროს გაჩერდება და ყველასთან ერთად, გაათავისუფლებს ქვეყანას.
“დღეს, იმის მიუხედავად, რომ ნიკა მოიტაცეს და სადღაც გამოკეტეს, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მთელი ერთად აღებული “ქართული ოცნება” თავისი სპეცრაზმით, პოლიციით, პროკურატურით, მონა მოსამართლეებით. ნიკა არის ძლიერი იმიტომ, რომ მას აქვს თავგანწირვა, სამშობლოს სიყვარული, გამბედაობა, იდეა და ის არასდროს გაჩერდება, ჩვენთან, ყველასთან ერთად, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა და არ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს.
ჩვენ ერთად ბევრად უფრო მეტნი და ძლიერები ვართ, რადგან ჩვენს მხარესაა სიმართლე. ჩვენ განმათავისუფლებელ მოძრაობას ვიწყებთ, რომელიც გპირდებით, რომ აუცილებლად მივა ბოლომდე. ნიკა მელიას დაჭერა ერთი ადამიანის გამოკეტვას სცდება. ძალიან გთხოვთ, არანაირი შიში, შემართება და ბრძოლა გამარჯვებამდე.” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.