პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ის მიზეზი დაასახელა, რომლის შემდეგაც პოლიტიკიდან წავა.
„როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ პოლიტიკაში საქმე აღარ მაქვს“, – განაცხადა პირველი არხის ეთერში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა.
„ძალიან მინდა, რომ არამხოლოდ დადგეს ის დრო, რომ ოპოზიციაში გაგვიხდეს საქმე წასასვლელი, არამედ საერთოდ თუ სახლში წასასვლელი გავხდებით, ეს იქნება გადასარევი. „ქართულ ოცნებაში“ არ ვართ სკამებზე ჩაბღაუჭებულები, ეს შემიძლია, გითხრათ სრული პასუხისმგებლობით“.
წულუკიანი ამბობს რომ, „ქართულ ოცნებაში“ ბევრია, ვინც მის მსგავსად ფიქრობს და ამაზე გუნდში ხშირად საუბრობენ.
„ჩემთვის მდგომარეობა, მშვიდად წავიდე სახლში არის ის – თუ გინდათ რადიკალად შემრაცხეთ – როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში. ახლა რა პროცესებიც მიმდინარეობს, ჩემი თავი დამიჭერია, მიფიქრია, ხომ არ დგება ნელ-ნელა ეს დრო. მე სულაც არ მგონია, რომ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი. მე პოლიტიკაში ჩავები. ვიყავი ჩემთვის სტრასბურგში, ვმუშაობდი სასამართლოში და ვიყავი ბედნიერად. იმ თანამდებობიდან, რომელიც სიბერემდე შეიძლება მქონოდა, ისე რომ ვერავინ ვერც მომხსნიდა, უცბად დავბრუნდე საქართველოში და შევუერთდე იმ პატარა სულ პატარა, რომელიც სრულ უიმედობაში იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. გუნდის პოზიცია მთლიანობაში შემიძლია, ნამდვილად გითხრათ, ბევრი გვარის ჩამოთვლა შემიძლია, რომ ყველა იქნებოდა ბედნიერი, რომ ქვეყანაში არ იყოს ასეთი პოლიტიზებული გარემო და ყველამ შევძლოთ, ახალგაზრდები ხართ, მართეთ ქვეყანა და მოდით, ჩვენ წავედით, დავისვენოთ. ჩვენ არ ვართ კლასიკური პოლიტიკის თაობა. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ებრძოდა წამებას და უმსგავსობას. ეს არ არის კლასიკური პოლიტიკა, სხვანაირი ტიპის ბრძოლაა“.– განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ კოლტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტრო კვლავ გამოეყოფა, მედიაში აქტიურად დაიწყეს საუბარი, რომ კულტურის მინისტრად შესაძლოა სწორედ თეა წულუკიანი დაინიშნოს.
წულუკიანი თუ ბოლქვაძე – ვისთვის დააბრუნეს მე-12 მინისტრის სავარძელი