„დღეს ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? ვკითხე პირდაპირ, ყველას ეშინია, არ მპასუხობენ“, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. მისი თქმით, უკრაინელებს არ ეშინიათ არც რუსეთის და არც რუსეთთან საუბრის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ მიმართა.
„დღეს ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? ვკითხე პირდაპირ. ყველას ეშინია. არ მპასუხობენ. ჩვენ კი არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის. ყველაფერზე საუბრის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე (ჩვენ ხომ ახლა არ ვართ ნატო-ს წევრი) მაგრამ ჩვენ რა გარანტიები გვექნება?“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.