რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი, უკრაინა შეუერთდეს ევროკავშირს.
მისი თქმით, მოსკოვი მხოლოდ უკრაინის „სამხედრო განვითარებას“ აპროტესტებდა.
„ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, ნატოსგან განსხვავებით, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და მე ყოველთვის ვამბობდი, ჩვენი პოზიცია აქ არის თანმიმდევრული, გასაგები: ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო“, – განაცხადა პუტინმა.