LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი დაეთანხმება ამაზრზენ ბრალდებას სამშობლოს წინააღმდეგ: მდინარაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

189
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს აყალიბებენ.

როგორც მდინარაძე წერს, ლუსტრაციის დრო დადგა და საინტერესოა იმის ნახვა, რამდენი დაეთანხმება ამ ბრალდებას საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ:

“სრული ლუსტრაციის დრო დადგა!

ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი და ჰიბრიდული ომის რამდენი ჯარისკაცი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და რამდენი მიხვდება, რომ ამის იქით აღარაფერი არსებობს!..” – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა.

“სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკური ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში” – განაცხადეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოში.

გავრცელებულ ინფორმაციას ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროც.

ამავე თემაზე წაიკითხავთ:

გიორგი მშვენიერაძე: საქართველოს შესახებ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი არ არის

საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე – რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას გასცენ ბრძანებები, სპეცსამსახურებმა თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?: უკრაინის ვიცე-პრემიერი

 

magti 5g