სალომე კორკოტაშვილის გუნდიდან ორი ფინალისტი უკვე გამოვლენილია. ,,ვოისში” სალომეს ოთხეულიდან, – მარიამ იაქაშვილი, ლიზი გოზალიშვილი, სალომე თათარაშვილი და ანა მორგოშია წარდგნენ მაყურებლისა და ჟიურის წინაშე.
სამწუხაროდ, სალიო ,,ვოისს” ვერ ესწრება, ვინაიდან იზოლაციაში გახლავთ, ამიტომაც კონკურსის ნახევარფინალს სახლიდან შეუერთდა და კომენტარებსაც სწორედ იქიდან აკეთებდა. თავისი არჩევანიც სწორედ მაშინ გააკეთა, როდესაც მაყურებელმა (35 000-ზე მეტი ხმა) გადაწყვიტა, რომ მისი ოთხეულიდან ფინალში ანა მორგოშია გადავიდოდა, სალიომ კი ამ არჩევანს სალომე თათარაშვილი დაამატა.
“ეს მომენტი ყველაზე მეტად მეზიზღება და დარწმუნებული ვარ, ყველა მენტორს, მაგრამ კონკურსი კონკურსია. მისი ხიბლია, არტისტმა თავისი თავი სხვადასხვა ჟანრში იპოვოს… სამივე ძალიან მიყვარს, მაგრამ შემდეგ ტურში სალომე თათარაშვილი გადადის”, – აღნიშნა სალომემ.
რა აჩუქა სალიომ ,,ვოისის” გუნდის წევრს და ვინ გადაინაცვლა ნახევარფინალში
,,მინდა, ხვალ ყველამ იმაზე ილაპარაკოს, როგორ გააკეთა ეს იკაკომ…”
,,ნიკოლოზ რაჭველი ყოველ შაბათს ,,ოსკარებს” გვიწყობს