LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მინდა, ხვალ ყველამ იმაზე ილაპარაკოს, როგორ გააკეთა ეს იკაკომ…”

1730
იკაკო-ალექსიძე

იკაკო ალექსიძემ ენიო მორიკონეს შედევრად ცნობილი ნაწარმოების საინტერესო ვერსია წარადგინა ,,ვოისში“, რომლის ლაივიც ახლა მიმდინარეობს ,,პირველი არხის” ეთერში. ნიკოლოზ რაჭველმა აღნიშნა, რომ იკაკოს მოსმენისას საზოგადოება ავსტრალიაში, ამერიკასა თუ დიდ ბრიტანეთში, მეორე დღეს ამ შესრულებაზე ისაუბრებდა და აქვს სურვილი, რომ საქართველოშიც ეს მოხდეს. იკაკო ალექსიძის მწვრთნელმა, სტეფანემ, მას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მის გუნდში არჩია ყოფნა და სიამაყის ნიშნად, მას შესრულების შემდეგ, სცენაზე ჩაეხუტა…

სტეფანეს გუნდის მეორე სამეულში ასევე იყვნენ მაგდა ივანიშვილი, რომელმაც მარვინ გეის ცნობილი კომპოზიცია წარმოადგინა და ლიზა კაკაჩეიშვილი მერი ჯეი ბლაიჯის სიმღერის “No More Drama'” დრამატული შესრულებით.

სტეფანეს მეორე სამეულიდან მაყურებელმა შეარჩია მაგდა ივანიშვილი, ხოლო თავად სტეფანემ ნახევარფინალში გადაიყვანა იკაკო ალექსიძე.

რა აჩუქა სალიომ ,,ვოისის” გუნდის წევრს და ვინ გადაინაცვლა ნახევარფინალში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g