LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის აღდგენა დღესვეა საჭირო

72
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის აღდგენა დღესვეა საჭირო, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. მისი თქმით, ბევრი საუბრობს უკრაინის აღდგენის აუცილებლობაზე ომის შემდეგ, თუმცა ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის განახლება ახლავეა საჭირო და ამაში კიევს დემოკრატიული სამყარო დაეხმარება.

„ყველა გათავისუფლებული დასახლება დანგრეულია. ეს ნიშნავს, რომ მათი ინფრასტრუქტურის აღდგენას სჭირდება კოლოსალური რესურსი. აუცილებელია მედიცინის დაბრუნება, სოციალური მომსახურების აღდგენა, ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების დაბრუნება. მხოლოდ დანგრეული სახლების რაოდენობა გათავისუფლებულ რაიონებში ათობით ათასია. ასევე, საჭიროა სკოლების მომზადება, უნივერსიტეტების მომზადება ახალი სასწავლო წლისთვის, რომელიც მუდმივი თავდასხმის საფრთხის ქვეშ უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სამხედროებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან.

„სიტუაცია ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში არსებითად არ შეცვლილა. მტერი აგრძელებს სასაზღვრო რაიონების დატერორებას. მათ შორის სუმის, ქალაქ ხარკოვისა და ოლქის, ასევე დონბასის. უკრაინის შეიარაღებული ძალები პასუხობენ, ზეწოლას აგრძელებენ და დღითიდღე ანადგურებენ ოკუპანტების შეტევით პოტენციალს. ჩვენ ისინი უნდა გადავტეხოთ. ეს მოითხოვს დროს და არაადამიანურ ძალისხმევას. მაგრამ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ეს ეხება ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს მომავალს და მთელი უკრაინელი ხალხის ბედს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები