LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკის რონალდ რეიგანის თავისუფლების ჯილდო გადაეცა

122
630-360-1646648741-906

ვოლოდიმირ ზელენსკის რონალდ რეიგანის თავისუფლების ჯილდო გადაეცა.

რონალდ რეიგანის თავისუფლების ჯილდო გადაეცემათ მათ, “ვინც მონუმენტური და ხანგრძლივი წვლილი შეიტანა თავისუფლების საქმეში მთელ მსოფლიოში”.

ზელენსკისთვის განკუთვნილი მედალი უკრაინის ელჩს აშშ-ში, ოქსანა მარკოვას რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ რაიანმა გადასცა.

რაიანის განცხადებით, რომ ეს ჯილდო ხაზს უსვამს ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერულ თვისებებს და მილიონობით უკრაინელის დაუმარცხებელ სულს, რომლებიც იცავენ უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი და შთააგონონ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, იბრძოლონ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები