LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვწუხვართ – აშშ-ს საელჩო მოსამართლეების უვადო არჩევაზე

205
1427089810-17104

პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საელჩო იზიარებს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ პროცესი არასაკმარისად გამჭვირვალე იყო და ნომინირებული პირების ნაწილი არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.

“ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ს საელჩო ურჩევს პარლამენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ კანდიდატების შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე.

“ღვთისა და ერის წინაშე” - ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს

"არ არსებობს არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში, სასამართლო სისტემაზე ზრუნავს გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე"

“ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ

მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია.

ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს”-  წერია განცხადებაში.

დღეს, 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 20-დან 14 კანდიდატი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

ჩემთვის ღირებულია-ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება – ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა

magti 5g