LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წაღვერში საგანგებო შტაბში სხდომა მიმდინარეობს

76

წაღვერში საგანგებო შტაბში სხდომა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები სამოქმედო გეგმას ამუშავებენ.

წაღვერში არჯევანიძის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.პროცესში უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი და დამატებითი ძალები ჩაერთვნენ.

დილიდან ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი და დამატებითი ძალები ჩაერთვნენ.

სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარი 20 აგვისტოს დღისით გაჩნდა. 21 აგვისტოს ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა, ქარის გამო ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები