LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმოიდგინე, შენ რომ მოგესიოს ბრბო და სატანა გეძახოს, როგორ იგრძნობ თავს – მიდის რუსული კამპანია ამ ხალხის დემონიზების, რას ჰგვანან, ეშმაკები არიან“ – ნათია ფანჯიკიძე ლგბტქ პრაიდზე

435
ნათია ფანჯიკიძე პრაიდზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საზოგადოებას საკუთარ შეფასებას უზიარებს: 

„ეს პოსტი დავუწერე ამ წამს მეგობარს, კარგ და ჭკვიან ადამიანს, რომელიც რადგან კითხვას სვამს, „რა საჭიროა პრაიდი, ხომ შეიძლება თავისთვის იყვნენ“? – ესე იგი პასუხი კვლავ აუცილებელია.

ამიტომ „ვაკოპირებ“ სტატუსად ყველასთვის და ამავდროულად, ძალიან შემაშფოთა ახალმა აქტიურმა კამპანიამ – ავრცელებენ ტყუილებს, თითქოს ფესტივალზე ეშმაკის ქანდაკება ედგა ამ ხალხს და სატანისტური რიტუალებისთვის ემზადებოდნენ და ითრევენ ამ მისტიკურ შიშში ადამიანებს, რასაც თავისუფლად შეიძლება მოჰყვეს ბევრი ტრაგედია.

ვეცდები ავხსნა ირინა: ეს ადამიანები სულ იყვნენ ზიზღის ობიექტები, ამიტომ ყველაფერი უნდა დაემალათ. დახურული და არა ღია საზოგადოება კი ყოველთვის არის უბედურების წყარო.

ამ ადამიანების მიმართ იოლი იყო შანტაჟი, შერცხვენა, მათი იძულება, ე.წ. „დავერბოვკებაც“ და სხვა ძალადობები, რადგან სიკვდილი ჯობდა იმას, რომ ვინმეს, თუნდაც ოჯახის წევრს გაეგო, რომ განსხვავებულია.

პრაიდი ჩამოყალიბდა მას მერე, რაც აშშ-ში, კლუბ ცისარტყელაში შეკრებილ ჰომოსექსუალებს სასტიკად გაუსწორდა ბრბო და დაიღუპა კიდეც ხალხი. ამის მერე გაჩნდა უფლებების დაცვის მძლავრი მოძრაობა, რომელიც გადაედო მთელ ევროპასაც, რადგან არც ევროპაში იყვნენ უკეთეს დღეში ლგბტქ ადამიანები და საზოგადოებები თვალს ხუჭავდნენ მხოლოდ გენიოსების მიმართ.

თუმცა გენიოსებსაც არ ჰქონდათ ტკბილი ცხოვრება სცენის მიღმა. მაგალითად საქართველოში ფარაჯანოვი ციხეში ჩასვეს მამათმავლობის ბრალდებით. უცხოელი არტისტების მიმართაც იყო უამრავი დისკრიმინაცია მათ ქვეყნებში.

პრაიდზე სულაც არ გამოდის ყველა ადამიანი, მაგრამ თავისთავად პრაიდი არის ერთგვარი ხილვადობის აქტი, – აქ ვარ, მე ვარ, ასეთი ვარ და ამის გამო ბოდიშს ვერ მოვიხდი, რადგან ჩემი ბრალი არაა, რომ ასეთი დავიბადე.

ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა: შოკის მომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ

გაცხადებულობა ადამიანებს ეხმარება თუნდაც იმაში, რომ მათ მიმართ შანტაჟი ვერ შეძლოს ვინმემ. ხილვადობა ასევე ეხმარება მათ ნორმალურ ყოფას, რადგან სანამ არ იცნობ ადამიანს, შეიძლება არ გძულდეს, მაგრამ არც გიყვარდეს და როცა გაიცნობ და აღმოაჩენ, რომ ისიც შენნაირია, ჩვეულებრივი გრძნობები აქვს, ჩვეულებრივად რეაგირებს ყველა ადამიანურ მოვლენაზე, გადასარევი მეგობარია, ჭკვიანია, კეთილია, ბუნებრივად აღარ გგონია მერე ეს ადამიანი „ბუა“ და ნამდვილი უფლებრივი თანასწორობა სწორედ ესაა, რომ როგორც შენ შეგიძლია გამოხატო, რომ ქალი ხარ, მასაც შეეძლოს გამოხატოს, რომ განსხვავებული ორიენტაცია აქვს.

ერთი წუთით წარმოიდგინე, შენ რომ მოგესიოს ბრბო და სატანა გეძახოს, რა დღეში ჩავარდები და როგორ იგრძნობ თავს.

ახლა მიდის უკვე აქტიური რუსული კამპანია ამ ხალხის დემონიზების, რას ჰგვანან, ეშმაკები არიან და დაატარებენ ვიდეოებს, ზოგს პორნოსაიტიდან მოჭრილს და ზოგსაც უცხოური პრაიდის ისეთ იშვიათ მონაწილეთა ჩვენებით, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ რაიმე სახის ფსიქიკური პრობლემა იმ მომენტში და იმ კონკრეტულ წამს უჩვეულოდ იქცეოდნენ.

ეს არის ორმაგად ბოროტება, რადგან არც ფსიქიკური მდგომარეობებია დემონური მდგომარეობები და არც ლგბტ ადამიანთა შორის არის იმაზე მეტი ექსცენტრიკული და გამომწვევი ქცევის ადამიანი, ვიდრე არა-ლგბტთა შორის.

„თბილისი პრაიდი“: „დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“

ასევე, როცა უნდათ წარმოაჩინონ, რომ ლგბტ ადამიანები არიან გარყვნილები, ეს არის დიდი ტყუილი. მათ შორის იმდენივეა გარყვნილი, რამდენიც ყველა სხვა სქესის და ორიენტაციის ადამიანთა შორის. ბევრს საერთოდაც არ ჰყავს არანაირი პარტნიორი და ეს საერთოდ არ მიეკუთვნება გარყვნილების საკითხს.

„სახლში რაც უნდათ ის აკეთონ“ – ეს დიდი ტყუილია, რადგან თუ ქუჩაში გამოსვლისას უცხოპლანეტელად მთვლი, ჩათვალე, რომ სახლიც გაკონტროლებულია.

შს მინისტრის მოადგილე: პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა 100%-იანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია – კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა

ამიტომ დღეს აქვს ამ პრაიდებს მნიშვნელობა, ხვალ არ იქნება პრაიდი საჭირო, უკვე გვეცოდინება, რომ ყველა ვართ ისეთები, როგორებიც ვართ და რომ სახელმწიფოს და კანონის წინაშე აბსოლუტურად იდენტური უფლებები გვაქვს.

პ.ს. ყველაზე მთავარი ტყუილი კი ის არის, რომ საქართველოში არანაირი პრაიდი არ ყოფილა არც ერთხელ. ათი აქტივისტი თუ შეიკრიბებოდა, მათგან ლგბტქ წარმომადგენელი ნახევარიც არ იყო და ათი ათასი კაცი ესხმოდა თავს მოსაკლავად. ბოლო ორი წელი კი საერთოდ დახურულ სივრცეში  იკრიბებიან და იქ ესხმიან თავს“. – წერს ნათია ფანჯიკიძე.

სახალხო დამცველი: მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას – დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა

 

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ და ზურაბ ცერცვაძის ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები