ვლადიმერ პუტინი კომაშია, მისმა ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა News.obozrevatel ავრცელებს.
“რუსეთიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ აგერსორი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ოპერაციის შემდეგ, კომაში ჩავარდა. დიქტატორს ჰქონდა სიმსივნე, რომლის მოცილებამ, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს”, – წერს გამოცემა.
გამოცემა წერს იმასაც, რომ კრემლი სასწრაფოდ ავითარებს ძალაუფლების გადაცემის სცენარს და პუტინის გარემოცვამ “ტახტის” მემკვიდრის ძებნა დაიწყო.
News.obozrevatel-ის ცნობით, პუტინი ინტენსიურ განყოფილებაში, აპარატზეა შეერთებული და მისის სხეული ტკივილზე არ რეაგირებს.