LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წავიდა თუ არა ნეკა დოროყაშვილი მონასტერში – რას პასუხობს ადვოკატი

959
neka-dorokashvili-w-h

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე საზოგადოების ინტერესი სულ უფრო იზრდება.

სასამართლო პროცესი 16 ივლისს არის ჩანიშნული.

ამბობენ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა ადვოკატი შეიცვალა, თავად კი პროცესის დაწყებამდე მონასტერში წავიდაო.

„ფორტუნა“ ნეკა დოროყაშვილის ადვოკატს, ანა აბაშიძეს დაუკავშირდა. 

„ნეკა დოროყაშვილს უფლებადამცველი არ შეუცვლია, კვლავ ჩვენ ვართ“, – განაცხადა ანა აბაშიძემ ჩვენთან საუბარში.

„ფორტუნას“ კითხვაზე, აპირებს თუ არა ნეკა დოროყაშვილი პროცესის დაწყებამდე მონასტერში ყოფნას, ადვოკატი პასუხობს:

„სისულელეა, ტყუილია, როგორც ბევრი სხვა რამ, რაც აქამდე დაწერილა“, – აცხადებს ადვოკატი ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები