LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერილი ბოთლში – უჩვეულო გზავნილმა მოზარდები დაამეგობრა

319
lettenews

ცოტა ხნის წინ, აზორის კუნძულებზე მცხოვრებმა მოზარდმა თევზაობისას უცნაური გზავნილი იპოვა – ბოთლში მოთავსებული წერილი. როგორც ირკვევა, ის 2018 წელს დაწერეს. წერილის ავტორი ამერიკელი თინეიჯერი, შონ სმიტია, რომელიც ამჟამად 16 წლისაა.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, შონ სმიტმა წერილი 13 წლის ასაკში, მადლიერების დღეს დაწერა და ოკეანეში ჩააგდო იმ იმედით, რომ მას ოდესმე ვინმე იპოვიდა და ეს ასეც მოხდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შონმა თავისი წერილის მპოვნელზე სოციალური ქსელების მეშვეობით შეიტყო, რადგან მასში მითითებულ მეილს უკვე დიდი ხანია აღარ იყენებს.

,,დღეს მადლიერების დღეა. მე 13 წლის ვარ და როუდ აილენდში ვიმყოფები. თუ ამ წერილს იპოვით, შემეხმიანეთ მეილზე: [email protected].“- ნათქვამია წერილში.

საკვირველია, მაგრამ წერილმა სამი წელი იმოგზაურა და როუდ აილენდიდან 3 200 კილომეტრის მოშორებით, 17 წლის პორტუგალიელის, კრისტიან სანტოსის ხელში აღმოჩნდა.

მოზარდები უკვე შეეხმიანნენ ერთმანეთს და ურთიერთობის გაგრძელებასაც გეგმავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები