LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინა წელთან შედარებით, უცხოეთიდან საქართველოში 42.%-ით მეტი ფული გადმორიცხეს

56
fuladi-0

2021 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 187,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (634.7მლნ ლარი), რაც 42.%-ით (55.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94,6% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 95.1% მოდიოდა.

ტოპ 5 ქვეყანა, საიდანაც მაისში ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა:

  1. იტალია – $31.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%

  2. რუსეთის ფედერაცია – $31.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 61%

  3. აშშ – $24.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 59%

  4. საბერძნეთი – $20.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%

  5. ისრაელი – $14.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%

მათივე ცნობით, 2021 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.9 მლნ აშშ დოლარი (77.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მაისის (13.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 68.5%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები