LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WinExpo Georgia – თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა მოეწყობა

145
ღვინო

WinExpo Georgia – ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა და Georgiana International wine award – ჩატარდება. ღონისძიებას 2 ივნისს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გახსნის.

გამოფენაზე 200-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია იქნება წარმოდგენილი: ოჯახური მარნები, საშუალო და მსხვილი საწარმოები, ბიოდინამიკური და ქვევრის ღვინო, ახალი მარნების ექსპოზიცია, ღვინის ტექნოლოგიები, შეფუთვა და აქსესუარები.

წელს ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანია ჟიურის შემადგენლობა, 5 ქვეყნიდან 11 ცნობილი ღვინის მაგისტრი და სომელიე შეაფასებს 250-მდე ღვინოს. ღონისძიებაზე გაისინჯება 250-მდე ღვინის ნიმუში, გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 კატეგორიაში, გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.

დაჯილდოება 3 ივნისს „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება, გამარჯვებული ღვინოების დაგემოვნება კი შემდეგ დღეს გამოფენაზე იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები