მიუხედავად იმისა,რომ ჯერ ჰელოუინსაც არ ჩაუვლია, „ნეტფლიქსი“ უკვე ემზადება საშობაოდ და ერთგულ მაყურებელს არაერთ ორიგინალ ფილმს თუ სერიალს შესთავაზებს. რისი ნახვა შეგვიძლია ზამთრის არდადეგების დროს „ნეტფლიქსზე“?

1. Holiday in the Wild – „არდადეგები ველურ ბუნებაში“

„სექსი დიდ ქალაქში“-ის ვარსკვლავი კრისტინ დევისი „ნეტფლიქსის“ ამ ფილმში ახალგანქორწინებული ქალის, ქეითის როლს ასრულებს. ქეითმა სტრესთან გასამკლავებლად აფრიკაში მოგზაურობა გადაწყვიტა, სადაც იგი საფარის პილოტს, დერეკს შეხვდა. დერეკის როლს ფილმში რობ ლოუი ასრულებს. წყვილს არაერთი თავგადასავალი გადახდება,რის შემდეგაც ერთმანეთის მიმართ გრძნობები გაუჩნდებათ. „არდადეგები ველურ ბუნებაში“ „ნეფლიქსზე“ 1 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

2. Let it Snow – “თოვს და ითოვოს“
ფილმი სამი ავტორის: მორინ 
ჯონსონის, ჯონ 
გრინის და ლორენ 
მირაკლის ბესტსელერზეა დაფუძნებული. შობის წინა საღამოს თოვა და ქარბუქი ერთად შეკრებს ახალგაზრდებს, რომელთა ცხოვრებაც სწორედ ამ საღამოს შემდეგ შეიცვლება.
ფილმში, რომელიც „ნეტფლიქსზე“ 8 ნომებრიდან იქნება ხელმისაწვდომი, მთავარ როლებს კირნან შიპკა, იზაბელა მონერი და ჯოან კიუსაკი ასრულებენ.

3. Klaus – „კლაუსი“

ანიმაციური კომედია იდუმალებით მოცული დურგლის შესახებ, რომელსაც ქოხში უამრავი სათამაშო აქვს. კლაუსის როლში ოსკაროსან ჯ.კ. სიმონსს ვიხილავთ. ჯეისონ შვარცმანი „კლაუსში“ საფოსტო აკადემიის ყველაზე უარეს სტუდენტად მოგვევლინება, საშიდა ჯონსი კი მასწავლებელი ალმაა. „კლაუსის“ ნახვა 15 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

4. The Knight before Christmas – “ რაინდი შობის წინ“

შუა საუკუნეების ინგლისელი რაინდი თანამედროვე ოჰაიოში აღმოჩნდება, სადაც ბუნებისმეტყველების ადგილობრივ მასწავლებელს გაიცნობს,რომელიც ცდილობს სახლში დაბრუნებაში დაეხმაროს. თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადის, სერ კოულს სულ უფრო ნაკლებად უნდა სახლში დაბრუნება. მთავარ როლებს რომანტიულ საშობაო კომედიაში ჯოშ ვაითჰაუსი და ვანესა ჰადჯენსი ასრულებენ. „ნეტფლიქსზე“ ფილმი 21 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

5. Holiday Rush

ნიუ-იორკის რადიოს პოპულარულ და მდიდარ დიჯეის ფინანსური პრობლემები ექმნება მას შემდეგ, რაც სამსახურს დაკარგავს. იმისთვის, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს, მისი ოჯახის წევრებს დათმობებზე წასვლა და იმის სწავლა უწევთ, რომ ოჯახი ყველანაირ ფუფუნებაზე მნიშვნელოვანია. ფილმში, რომლის ნახვასაც 28 ნოემბრიდან შეძლებთ, მთავარ როლს დილერ კონრადი ასრულებს.

6. A Christmas Prince: The Royal Baby – “შობის პრინცი: სამეფო ბავშვი“

ალდოვიას სამეფო საშობაოდ ნამდვილ საჩუქარს იღებს: ქვეყანას პრინცი მოევლინება. თუმცა ყველაფერს საფრთხეს უქმნის დაკარგული შეთანხმება, რომელსაც უძველესი წყევლის გააქტიურება შეუძლია. საფრთხეების თავიდან ასაცილებლად დედოფალმა ამბერმა (როუზ მაკლივერი) შობის წინა ღამეს დაკარგული შეთანხმება უნდა იპოვოს.
„ნეტფლიქსი“ ფილმს 5 დეკემბერს გამოუშვებს.

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები