ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს გადაცემის გრანდიოზული ცერემონია ტრადიციისამებრ, წითელი ხალიჩით გაიხსნა. წვიმიანმა ამინდმა ლოს-ანჯელესში, ვერ შეუშალა ხელი ვარსკვლავებს, წლის მთავარ ცერემონიაზე საკუთარი კაბები ეჩვენებინათ. ერთ-ერთი პირველი ღონისძირბაზე სერიალ Pose-ის ვარსკვლავი, ,,ემმის” მფლობელი ბილი პორტერი გამოჩნდა. ეპატაჟის მოყვარულმა ატრისტმა უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ წითელი ხალიჩის მეფეც და დედოფალიც ისაა.
ბილი პორტერი ამჯერად ,,გილს დიკონის” კაბით გამოცხადაა ცერემონიაზე. ოქროსფერ, ბისერებით გაფორმებულ კაბას, გრძელი დაპრინტული შლეიფი ასრულებდა. პორტერმა კაბას ,,ჯიმი ჩოს” ფეხსაცმელი და ,,სვაროვსკის” სამკაული შეუხამა.