ავიაცია და ტურიზმი პანდემიის პირობებში – მხოლოდ წელს, საქართველოში მილიონზე მეტი მოგზაური შემოვიდა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვიზიტორთა 50% საჰაერო გზით შემოდის. EUROCONTROL-მა საქართველო მეორე ქვეყნად დაასახელა, სადაც ავიაციის ტემპი ყველაზე სწრაფად აღდგა. იგეგმება ახალი ავიამიმართულებების დამატებაც.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობითვე, გადაწყვეტილია, რომ სექტემბრის ბოლოდან Wizz Air ქუთაისიდან პირდაპირ რეისებს კრაკოვის მიმართულებით შეასრულებს. წლის ბოლომდე კი ევროკავშირის მიმართულებით კიდევ დამატებითი რეისები დაინიშნება. Ad desktop banner Ad mobile banner

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები