LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: აქციაზე, ადამიანების ნაწილი, გადატრიალების გეგმების მოსასმენად და რევოლუციის მოთხოვნით არ მისულა

128
თეა წულუკიანი

„გუშინდელი აქცია, რასაკვირველია, არ მოიცავდა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც სურთ მთავრობის ჩამოგდება“, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, იქ იყვნენ ადამიანები, ვინც მართლა გულწრფელად მიილტვის და მიისწრაფვის იქითკენ, რისკენაც ჩვენ, ყველანი მივისწრაფვით.

„გუშინდელი აქცია, რასაკვირველია, არ მოიცავდა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც სურთ მთავრობის ჩამოგდება. იქ იყვნენ ადამიანები, ვინც მართლა გულწრფელად მიილტვის და მიისწრაფვის იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ყველანი ჩვენ.

ამ ადამიანებიდან არაერთისთვის, მე და თქვენ ვიცით, რომ იყო გარკვეული იმედგაცრუება, იმიტომ, რომ ისინი იქ არ მისულან იმისთვის, რომ მოესმინათ გადატრიალების შესახებ გეგმები და ისინი არ იყვნენ მოცულნი იმ მიზნით, რომ აქციაზე მისულიყვნენ რევოლუციის მოთხოვნით.“ – განაცხადა წულუკიანმა.

ამავე თემაზე:

პირველ შეფასებას აქციაზე მმართველი გუნდიდან მიხეილ სარჯველაძე აკეთებს – “საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული”

სერგეენკო აქციაზე: იყო გამოხატულება, რომ მოსახლეობას არჩეული აქვს ევროპული გზა

დავითულიანი: აქციაზე სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები იყვნენ გასულები, მათ შორის, ჩემი მეგობრებიც

ბოჭორიშვილი: გამოხატვის თავისუფლება ყველა მოქალაქეს აქვს, მაგრამ მოწოდებები, რაც გუშინ გამართულ აქციაზე ისმოდა, „დეპოლარიზაციას ხელს ვერ შეუწყობს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები