LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეენკო აქციაზე: იყო გამოხატულება, რომ მოსახლეობას არჩეული აქვს ევროპული გზა

117
დავით სერგეენკო

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით სერგეენკოს შეფასებით, გუშინდელი აქცია, იმის მკაფიო გამოხატულება იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროპული გზა აქვს არჩეული.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, „ალბათ, აქციაზე რაღაც პოლიტიკური შემადგენლობის ნაწილიც იყო, თუმცა დომინანტი იყო საზოგადოების გულწრფელი სურვილი.“

დავითულიანი: აქციაზე სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები იყვნენ გასულები, მათ შორის, ჩემი მეგობრებიც

„გუშინდელი სახალხო შეკრება იყო იმის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არჩეული აქვს ეს გზა, ევროპის გზა და ამ გზიდან არ გადაუხვევს.

რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენლობას, იყო, ალბათ, რაღაც ნაწილი აქ, პოლიტიკური ნაწილი, რომელიც უმცირესი იყო, დომინანტი იყო საზოგადოების გულწრფელი სურვილი, რომ გამოეხატა, კიდევ ერთხელ დაედასტურებინა თავისი ევროპული არჩევანი.“– აღნიშნა დავით სერგეენკომ.

პირველ შეფასებას აქციაზე მმართველი გუნდიდან მიხეილ სარჯველაძე აკეთებს – “საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები