LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა 

113
Untitled design (3)

„ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის საკითხს, პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, შესაბამისი განცხადებით დავით სერგეენკომ წერილობით კომიტეტს თავად მიმართა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 27 ოქტომბერს მიმართა.

აღნიშნული საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

შეგახსენებთ, დავით სერგეენკოს მიერ სადეპუტატო მანდატის მოსალოდნელი დატოვების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 12 ივლისს გავრცელდა.

პარლამენტმა კი  დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, დადგენილება „ჩავარდა“ და დავით სერგეენკო პარლამენტში დარჩა.

ირაკლი ქადაგიშვილი დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზს განმარტავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები