LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქადაგიშვილი დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზს განმარტავს

308
fot (2)

დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი მის მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.

ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოცემულ შემთხვევაში საუბარია სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე იმ მიზეზით შეწყვეტაზე, როცა სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილია სხდომების ნახევარზე მეტი.

ქადაგიშვილის თქმით, საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 14 ივლისს იმსჯელებს და შესაბამისს დასკვნას მოამზადებს.

დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g