LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

118
1474603974

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, დადგენილება “ჩავარდა“ და დავით სერგეენკო პარლამენტში რჩება.

დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევდა, რასაც თავის მხრივ, კონსტიტუცია და რეგლამენტი ითვალისწინებს.

“გადაწყვეტილება ეფუძნება ჩვენს წინა განცხადებებს, რომ სერგეენკოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მისი აზრის გათვალისწინებით მივიღებდით, – ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე კითხვას, რატომ არ დაუჭირა პარლამენტმა მხარი დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს.

თალაკვაძე აცხადებს, რომ საკითხი დღის წესრიგში სწორედ კანონმდებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე დადგა, თუმცა კანონი ითვალისწინებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და მათ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ მიაჩნდათ.

ქეთევან დუმბაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები