LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვხედავდი ევროკავშირის, აშშ-ის და საზოგადოების დამოკიდებულებას, ამიტომ არ დავესწარი კენჭისყრას” – სერგეენკო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე

196
BeFunky-collage - 2023-03-19T001250.976

ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს, – ასე განმარტავს „ქართული ოცნების” დეპუტატი, დავით სერგეენკო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისას კენჭისყრაზე არდასწრების მიზეზს.

მისივე თქმით, პოლიტიკოსობა არ არის ის, რაზეც ოცნებობდა და ურჩევნია ექიმად იმუშაოს.

„ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს (აგენტების შესახებ კანონის მიღებას). ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს მაგის კომპეტენცია, მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ალბათ, ეს იყო გადაწყვეტილების (კენჭისყრაზე არდასწრების საფუძველი).

არ არის პოლიტიკოსობა ის, რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, რომ ექიმად ვიმუშაო. ცალსახად, მე-10 მოწვევა არის ბოლო მოწვევა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ. (გეგმები) დამოკიდებული იქნება შეჯერებულ პოზიციაზე. საბოლოო ჯამში, ახლა იქნება თუ პარლამენტის ვადის დასრულების შემდეგ, მე მაინც ვფიქრობ, რომ პროფესიას დავუბრუნდები”, – საუბრობს დავით სერგეენკო „ტვ პირველთან” ინტერვიუში.

ცნობისთვის, დავით სერგეენკო ერთ-ერთია “ქართული ოცნების” იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

magti 5g