LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: დრომ გვაჩვენა, რომ შეიძლება უკრაინას შეაფარო თავი და იყო ძებნილი, მაგრამ ერთ დღეს მოგიწიოს საქართველოში კონტეინერით ჩუმად შემოპარვა და მერე ციხეში მოხვედრა

49
თეა წულუკიანი

„ადეიშვილი, რომელიც ბრალდებულია არაერთ საკითხში, ამის ფონზე უკრაინის სახელმწიფო მაღალი დონის სტრუქტურები არ ერიდებიან მასთან თანამშრომლობას“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც იგი ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის ევროპის საბჭოში გამოჩენას გამოეხმაურა.

მიუხედავად ამისა, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ხელისუფლება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობს ისე, როგორც ეს დღემდე ხდებოდა.

„რამდენი წელია ვუყურებთ ერთი და იმავე უკრაინული სახელმწიფოსგან, რომლისთვისაც არაერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაგვიდგამს, საპასუხოდ კი ვიღებთ იმას, რომ სუვერენიტეტის მიმართ ვხედავთ შეურაცხმყოფელ ნაბიჯებს. ადეიშვილი, რომელიც ბრალდებულია არაერთ საკითხში, ამის ფონზე უკრაინის სახელმწიფო მაღალი დონის სტრუქტურები არ ერიდებიან მასთან თანამშრომლობას.

დრომ გვაჩვენა, რომ შეიძლება უკრაინას შეაფარო თავი და იყო ძებნილი, მაგრამ ერთ დღეს მოგიწიოს საქართველოში კონტეინერით ჩუმად შემოპარვა და მერე ციხეში მოხვედრა. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ჩვენ ვაგრძელებთ ისევ ისე, როგორც დღემდე ვაკეთებდით.“– განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ამჟამად საქართველოს მიერ ძებნილ პირადაა გამოცხადებული, უკრაინის სახელით შეხვედრებში მონაწილეობს. საუბარია ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებზე, სადაც რუსული აგრესიის შედეგები და ომის დანაშაული განიხილებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g