ვის რაში სჭირდება გიორგი ვაშაძე, რომ მისი ლიკვიდაცია დაიგეგმოს? , – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლება მისი და სხვა ოპონენტების ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავს.
წულუკიანის თქმით, როგორც ყველა მეფეს კარზე სჭირდება ერთი კარგი კლოუნი, ასე მუშაობდა გიორგი ვაშაძე ადეიშვილს კარზე.
„ვის რაში სჭირდება გიორგი ვაშაძე? ალბათ, ხუმრობის ახალი სტილი აქვს. არამც თუ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, თვით ადეიშვილსაც არაფერში სჭირდებოდა გიორგი ვაშაძე, როდესაც მისი მოადგილე იყო.
როგორც ყველა მეფეს კარზე სჭირდება ერთი კარგი კლოუნი, ასე მუშაობდა გიორგი ვაშაძე ადეიშვილს კარზე. ვის რაში სჭირდება, რომ მისი ლიკვიდაცია დაიგეგმოს? ეს ალბათ ხუმრობაა“, – აცხადებს წულუკიანი.
გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „მე ვარ მომხრე იმის, რომ რომ ჩავრთოთ ასე ვთქვათ კონკრეტული წამმზომი, რაზე და როგორ, ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი ოპოზიციურ სპექტრში. „ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს ფიზიკური ლიკვიდაცია საკუთარი ოპონენტების, მერწმუნეთ, ასე მოხდება”.