LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბდება თუ არა არჩევნები ამერიკაშიც: ვინ შევა თეთრ სახლში

132
Capturedddd

დონალდ ტრამპი თუ ჯო ბაიდენი? აშშ 46-ე პრეზიდენტს ირჩევს. შტატებში ხმებს ამ დრომდე ითვლიან.

ბოლო ინფორმაციით, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 214 წევრის ხმა აქვს, ხოლო ვიცე პრეზიდენტს, დემოკრატ ჯო ბაიდენს – 264.

ამ ეტაპზე ხუთი შტატი: ნევადა, ალასკა, პელნსილვანია, ჩრდილოეთ კაროლინა და ჯორჯიის შტატი დასათვლელია. თუ ბაიდენი ნევადის ექვსი დელეგატის ხმის მიღებას მოახერხებს, შეძლებს, რომ თეთრ სახლში შევიდეს და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანა მართოს. ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე სრული ხმების 80%-ია დათვლილი და ჯო ბაიდენი ლიდერობს.

დონალდ ტრამპის დავალებით კი რესპუბლიკელ იურისტთა გუნდმა მასშტაბური სასამართლო დავების წარმოება დაიწყო. მათ ხმის დათვლის შეჩერების მიზნით სარჩელი აღძრეს.

რაც შეეხება არსებულ ვითარებას, თეთრ სახლთან სიმშვიდეა. თუმცა, დაპირისპირება იყო ნიუ-იორკში, ვაშინგტონ სკვერში, სადაც ჯო ბაიდენის მხარდამჭერებმა დემონსტრაცია გამართეს და ყველა შტატში ხმების გადათვლა მოითხოვეს. პროცესს რამდენიმე მონაწილის დაკავებაc მოყვა.

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ ხმების დათვლისას დიდი არეულობა და ქაოსია. ის შეშფოთებულია არსებული მდგომარეობით და აღნიშნავს, რომ ხმები თაღლითური გზით მიითვისეს. ის ასევე აქვეყნებს სტატიას, სადაც საზოგადოებს ახსენებს, რამდენი რამ შეძლო და რა ცვლილებები განახორციელა თავისი მოღვაწეობის პერიოდში.

რაც შეეხება ჯო ბაიდენს, ის სიმშვიდეს ინარჩუნებს და საზოგადოებას ამშვიდებს: “რწმენა შეინარჩუნეთ, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ”.

3 ნოემბერს, ხმის მიცემის პროცესს, საერთაშორისო მისიის 102 დამკვირვებელი აკვირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538 წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები