LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბი ევროების გასაღების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს (ვიდეო)

85
Capture

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე რამაზ ბ. და იოსებ ქ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ რამაზ ბ- მ თურქეთიდან 500 ევროს ნომინალის ყალბი ბანკნოტები შემოიტანა. იოსებ ქ-ს და სონია ზ-ს დახმარებით მან 9800 ლარად საქართველოს მოქალაქეზე 10 ცალი 500 ევროიანი ბანკნოტი გაასაღა, ხოლო 25 ერთეული ანალოგიური ნომინალის მქონე ბანკნოტი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. მთლიანობაში 17 500 ევროს ყალბი ბანკნოტებია ამოღებული.

გამოძიება ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები