ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ -ჟომატ ტოკაევმა 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა ბერიკ უალიმ გაავრცელა.
ყაზახეთში პოლიციამ 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა
“ქვეყნის რეგიონებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად მივიღეთ მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლი. ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ ჟომარტ ტოკაევმა გადაწყვიტა 2022 წლის 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადოს. შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნდება”, – ნათქვამი იყო პრესმდივნის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაში.