ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა. მანამდე საგანგებო მდგომარეობა ალმათში და მანგისტაუში მოქმედებდა.
ღონისძიება ითვალისწინებს „კომენდანტის საათს“ 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, მასობრივი ღონისძიებებისა და გაფიცვების აკრძალვას, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ალკოჰოლის რეალიზაციის აკრძალვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა კი გაძლიერებულია.
არსებული ინფორმაციით, ალმათის აეროპორტი დემონსტრანტებმა დაიკავეს. ქალაქ თალდიყორღანიში კი, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი ჩამოაგდეს.