LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყელი გამოჭრა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა – ვინ იყო ქართველი გოგო, რომელიც პოლონეთში ქმარმა მოკლა

1300
პოლონეტში გარდაცვლილი

პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქალი, 27 წლის ანა ყალიჩავაა. ირკვევა, რომ მას თემო ლამაზოღლიმ ყელი გამოჭრა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა.

ქალი მანამდე შველას საქართველოდან ითხოვდა, თუმცა დახმარება სამწუხაროდ, ვერავინ აღმოუჩინა. დახმარებას საქართველოდან ცდილობდა უფლებადამცველი ბაია პატარაია.

ახალგაზრდა ქალი ზუგდიდიდან იყო და ემიგარციაში მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ერთი წლის წინ წავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  ქალი პოლონეთიდან საქართველოში 11 ივნისს უნდა გამოფრენილიყო, ჰქონდა შესაბამისი ბილეთები, თუმცა მას შემდეგ რაც ქმარმა მისი გეგმები გაიგო, თავდაპირველად მცირეწლოვანი შვილები შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა, მამამისი ჩააბარა, უკან დაბრუნდა და ცოლს სასტიკად გაუსწორდა.

რაც შეეხება თავად თემო ლამაზოღლის, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კაცმა საზარელი დანაშაულის შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყალიჩავა მკვლელობამდე ოჯახს ეუბნებოდა, რომ სასტიკი ძალადობის მსხვერპლი იყო და შველას ითხოვდა. გამოიძახა პოლონეთის პოლიცია, კაცს შემაკავებელი შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.

მოკლულის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას და ასევე ანა ყალიჩავას მცირეწლოვანი შვილებზე მეურვეობის მინიჭებას ითხოვს.

გარდაცვლილი ქალის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალს მეუღლე გაშორების უფლებას არ აძლევდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g