LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი კვლავ იღუპება, დაიცავით საკუთარი თავი და სხვები 6 მარტივი ნაბიჯის გადადგმით” – რა წესებს გვახსენებს გიორგი ფხაკაძე

172
გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კოვიდისგან დასაცავად 6 მარტივად შესასრულებელ წესს გვახსენებს, რომლებიც ინფიცირების შემცირებისა და რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, მოსახლეობამ თითქოს მიივიწყა.

“ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი კვლავ იღუპება COVID-19-ით. COVID-19-ით დაავადებული 10-დან 1-ს მაინც ემართება ხანგრძლივი COVID-ი. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ჯანმრთელობას. დაიცავით საკუთარი თავი და სხვები 6 მარტივი ნაბიჯის გადადგმით:

  • ჩაიტარეთ აცრა
  • დაიცავით უსაფრთხო დისტანცია
  • ატარეთ ნიღაბი
  • დაიფარეთ ცემინება/ხველას დროს
  • გახსენით ფანჯრები
  • გაიწმინდეთ ხელები”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები