LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

263
avaria

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყვარელში “ფორდისა” და “მიცუბიშის” მარკის მანქანები შეეჯახა. “ფორდში” მჯდომი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ისინი თბილისში გადმოიყვანეს.

ერთი მამაკაცი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმები ამბობენ, რომ მამაკაცს სხვადასხვა სახის ტრავმა აღენიშნება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები