დედაქალაქის მერის მოადგილის, მაია ბითაძის, განცხადებით, მერიის პოზიცია არის, რომ ყველა გმირის სახელი უნდა დაფასდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბითაძემ მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლის და არჩილ ტატუნაშვილის სახელის დარქმევის ინიციატივის საპასუხოდ განუცხადა.

” სამწუხაროდ, არჩილ ტატუნაშვილის გარდა, გვყავს კიდევ სხვა გმირები, მათ შორის, ანწუხელიძე და ამ კონტექსტში ერთიანი პოზიცია უნდა ჩამოვაყალიბოთ, თუ როგორ მოხდება ქუჩების სახელდება იმ გმირების საპატივსაცემოდ, რომლებიც სამწუხაროდ არასაომარი მდგომარეობის დროს დაიღუპნენ,” – განაცხადა ბითაძემ.

მსგავსი თემები