LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ინფორმირებული ადამიანისთვის ასეთი განცხადებები უნდა იყოს საგანგაშო – გიგა ბოკერია ლავროვის განცხადებაზე

165
BeFunky-collage (3)

„ეს განცხადება არის კიდევ ერთი სიმპტომი იმის, თუ როგორ დაუცველს ტოვებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს რუსეთის აგრესიისგან, ისევე როგორც ეს იყო 90-იან წლებში” , – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას.

ბოკერიას თქმით, ვინც აქამდე მოტყუვდა ივანიშვილის პროპაგანდით, რომ თითქოს ეს ნიშნავს, რომ გადავრჩით რუსეთის თავდასხმას, უნდა გაიხსენოს მაგალითები, თუ რა მოსდით რუსეთის მოკავშირეებს

“პუტინის რუსეთს, პუტინს, ლავროვს ახარებს, როდესაც საქართველო არის იზოლირებული დასავლეთისგან და მისი აგრესიისგან არის დაუცველი.

ეგ იწვევს სწორედ სიხარულს და ყველამ, ვინც აქამდე მოტყუვდა ივანიშვილის პროპაგანდით, რომ თითქოს ეს ნიშნავს, რომ გადავრჩით რუსეთის თავდასხმას, უნდა გაიხსენოს მაგალითები, თუ რა მოსდით რუსეთის მოკავშირეებს, მათ შორის, ღია მოკავშირეებს, გაიხსენოს რა მოუვიდა ჩვენს მეზობელს, რა მოუვიდა თავის დროზე შევარდნაძეს, როცა დაუთმო, რა მოუვიდა იანუკოვიჩს, ამიტომ ეს განცხადება არის კიდევ ერთი სიმპტომი იმის, თუ როგორ დაუცველს ტოვებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს რუსეთის აგრესიისგან, ისევე როგორც ეს იყო 90-იან წლებში”, – თქვა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები