LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა მანდილოსანს ბოდიშს ვუხდი… ჩემი თავი იმ დღეს ვერ გავაჩერე, ალბათ, ჩემში ღმერთზე მეტი ეშმაკი იყო, შემეშალა…” – შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული

176
BeFunky-collage (12)

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში დღეს პირველად წარმოთქვა სიტყვა და შანაი ბრუკის ოჯახს ბოდიში მოუხადა.

“ბოდიშს მოვიხდი, დღემდე საერთოდ არ მისაუბრია, არც იქნებოდა სწორი რამეზე მელაპარაკა. აქ მანდილოსნები სხედან და ბოდიშს ვუხდი, ყველა მანდილოსანს. არ ვარ ასეთი ადამიანი და არ ვყოფილვარ ასეთი ადამიანი, მე ჩემი თავი იმ დღეს ვერ გავაჩერე, ალბათ, იმ დღეს, ჩემში ღმერთზე მეტი ეშმაკი იყო, როცა ამ ქვეყნის შვილი ხარ, ასე არ უნდა შეგეშალოს და მე შემეშალა.

არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მოხდა. მე ამ ქვეყანას, ხალხს ვუხდი ბოდიშს, იმ ადამიანის ოჯახს ვუხდი ბოდიშს, ეს არის დანაკლისი, რასაც ვერ ავანაზღაურებ. უბრალოდ, მაპატიეთ. რაც არ უნდა გამოიტანოთ განაჩენი, ხმას არ ამოვიღებ, არ გავასაჩივრებ, ბოლომდე დავდგები, ბოდიშს გიხდით. ბოდიში, ეს არ იყო დაგეგმილი, ასე მოხდა, გულწრფელად ბოდიშს ვიხდი, არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა, ყველას ბოდიშს გიხდით”,- განაცხადა მურსაკულოვმა.

“შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მკვლელობის შემდეგ ცხედრის დაწვას გეგმავდა”- რას ყვება ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის რძალი

საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის განცხადებით, ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი ძმის ცოლს შვილის მკვლელობით დაემუქრა.

როგორც პროკურორმა განმარტა, მკვლელობის ჩადენის შესახებ მურსაკულოვმა ოჯახის წევრებს უამბო და მისი გამჟღავნების შემთხვევაში, მათ შურისძიებით – შვილის მოკვლით დაემუქრა. ქობულაძის განმარტებით, ბრალდებულმა შანაი ბრუკის დანით 13 ჭრილობა მიაყენა, მათგან 5 კისრის არეში იყო, რაც მკვლელობის განზრახვას ადასტურებს.

პროკურორის თქმით, მურსაკულოვს დანა გაუტყდა, რის შემდეგადაც ის გაგუდვით მოკლა. შემდეგ კი, მსხვერპლის გვამი დამალა.

სხდომა განაჩენის გამოცხადების ეტაპზე, 9 მარტისთვის გადაიდო, ვინაიდან დაზარალებულის ძმას სურს პროცესს დაესწროს.

.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g