LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა მხარე კმაყოფილი შეიძლება არ არის: ბოიკოტირება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას ხელს ვერ შეუშლის

101
122850206-2404175653212186-7111245755791373540-o

„გვაქვს ასოციაციის გაჩენის მცდელობა 2003 წელთან და მათ მომხრეებშიც კი, არ არსებობს ყველაზე რადიკალურად განწყობილი ადამიანი, რომელსაც უჩნდება ასოციაცია ობიექტურად 2003 წლის და 2020 წლის საქართველოს შორის. დღეს სახელმწიფო მყარად დგას ფეხზე, დღეს სახელმწიფოს აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ განვითარდეს“, – ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძემ ცრუ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პარლამენტის ლეგიტიმაციას მისი შეკრების მომენტში 2/3 სჭირდება და აღნიშნა, რომ იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც უკვე არსებობს – უმრავლეობა უკვე შეკრებილია:

„დღეს წამოვიდა ახალი ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს 2/3 სჭირდება პარალმენტის ლეგიტიმაციას, მისი შეკრების მომენტში. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლში მკაფიოდ, ყოველგვარი ინტერპრეტაციის საშუალების გარეშე წერია, რომ პარლამენტი უფლებამოსილია შეკრებისთანავე, თუ მას ესწრება მისი სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატი, რომელიც უკვე პირველი ტურის შედეგების გათვალისწინებით ქართულ ოცნებას აქვს და ეს შედეგი, ბუნებრივია, გაუმჯობესდება. ჩვენ გვექნება გამარჯვება მეორე ტურში ყველა მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშიებით და ჩვენი მანდატების რაოდენობა საერთო ჯამში გადააჭარბებს 92-ს“.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროგრამა მინიმუმი შეასრულა, თუმცა სარჩევნო შედეგით ისინი მაქსიმალურად კმაყოფილები არ არიან და გაცილებით მეტის მოლოდინი ჰქონდათ:

„გაცილებით მეტის მოლოდინი გვქონდა, პირდაპირ გეტყვით, რიცხვებში ასახული. ჩვენ მობილიზებული გვყავდა დაახლოებით მილიონამდე ამომრჩეველი და დაახლოებით ამდენი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭრი. მოახერხეს ოპოზიციურმა პარტიებმაც, საერთო ჯამში, დაახლოებით ამდენი ადამიანის მობილიზება. აქტივობა გაიზარდა და, ბუნებრივია, შესაბამის პროცენტზე, ანუ ჩვენს მონაცემებზე, ამან ასახვა ჰპოვა. შედეგებიც ისე გადანაწილდა, როგორც გადანაწილდა. აქედან გამომდინარე, გამოვიდა არჩევნები, რომლითაც ბოლომდე კმაყოფილი შეიძლება ყველა მხარე და არც ერთი პარტია არ არის, მაგრამ ეს არ ის დემოკრატიის მაჩვენებელი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g