LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა ყველაზე” – სომხეთმა და აზერბაიჯანმა ტყვეების გაცვლა დაიწყეს

141
BeFunky-collage (2)

“ყველა ყველაზე” – ტყვეების გაცვლის ამ პრინციპზე უკვე შეთანხმდა ყარაბაღის კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე და პატიმრების დაბრუნებაც დაიწყო. ინფორმაციას ტყვეების გაცვლის შესახებ, სააგენტო Reuters-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მხარები ყოფილ ტყვეებს იბრუნებენ იმ პუნქტის მიხედვით, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული საზავო ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

გუშინ, გვიან ღამით, სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა დაადასტურა, რომ რუსეთის შუამავლობის შედეგად, ქვეყანაში უკვე დაბრუნდა 44 სომეხი პატიმარი.

პარალელურად, როგორც რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურმა რუსტამ მურადოვმა განაცხადა, ბაქოში გაფრინდა რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც ტყვედ ჩავარდნილი 12 აზერბაიჯანელი სამხედრო დააბრუნა საკუთარ ქვეყანაში.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ადასტურებს საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებას.

ინტენსიური საომარი მოქმედებები ყარაბაღში მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო. სხვადასხვა ქვეყნის შუამავლობით, მხარეები სამჯერ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა შეთანხმებები მალევე ირღვეოდა და შეტევებიც რამდენიმე დღეში ახლდებოდა.

უკანასკნელად, ცეცხლის შეწყვეტაზე მხარეები 10 ნოემბერს შეთანხმდნენ – საზავო ხელშეკრულება მოსკოვის შუამავლობით გაფორმდა და მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ. საომარ მოქმედებებეს ემსხვერპლა 5 000-მდე ადამიანი.

“შესაძლოა საქართველომ თურქეთ-აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი აქტორის როლი დაკარგოს” – რა საფრთხეს შეიცავს ფაშინიანი-ალიევი-პუტინის შეთანხმება

საჰაერო იერიში განხორციელდა მრავალ ქალაქზე, მათ შორის დაიბომბა მთიანი ყარაბარის დედაქალაქი სტეფანაკერტი და მთავარი ქალაქი განჯა. განადგურდა საცხოვრებელი სახლები და დაიღუპა მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე.

მართალია, სამშვიდობო შეთანხმებამ საშუალება მისცა აზერბაიჯანს, აღედგინა კონტროლი მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე მიწებზე, რომლებიც ადრე სომხეთს ეკუთვნოდა, თუმცა, გარიგებამ ძალადობა ბოლომდე ვერ შეაჩერა.

შეთანხმების მორიგი დარღვევა 11 დეკემბერს დაფიქსირდა. მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ დაიძაბა: შეტაკებებისას 4 სამხედრო დაიღუპა – რა ცნობებს ავრცელებენ მხარეები

პარალელურად, შეთანხმების დარღვევაში სომხეთმაც დაადანაშაულა აზერბაიჯანი. მხარის განცხადებით, დაიჭრა მათი ექვსი მოქალაქე. სამშვიდობო მისიით მყოფმა რუსმა სამხედროებმა ფაქტი დაადასტურეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი გააფრთხილა სომხეთი, რომ არ სცადოს, თავიდან დაიწყოს ყველაფერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g