LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ დაიძაბა: შეტაკებებისას 4 სამხედრო დაიღუპა – რა ცნობებს ავრცელებენ მხარეები

118
BeFunky-collage (10)

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას მთიანი ყარაბაღის რეგიონში მისი ოთხი სამხედროს დაღუპვის შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტი 10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ დაკავებულ არეალში მოხდა.

ამ ბრალდებების ფონზე, სომხეთი აზერბაიჯანს შეთანხმების დაღვევაში ადანაშაულებს. ასევე აცხადებს, რომ მათი ექვსი თანამშრომელია დაჭრილი და ამაშიც აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

“შესაძლოა საქართველომ თურქეთ-აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი აქტორის როლი დაკარგოს” – რა საფრთხეს შეიცავს ფაშინიანი-ალიევი-პუტინის შეთანხმება

გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. უწყების განცხადებით, რეჟიმის დარღვევის ერთი შემთხვევა 11 დეკემბერს ჰადრუთის რეგიონში დადასტურდა.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს განახლებული საბრძოლო შეტაკებები მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების შედეგად დასრულდა, რომლის შუამავალი რუსეთი იყო.

აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g