მიმდინარე წლის 4 აპრილს, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვახტანგ ბარაბაძის ცხედარი პარტიზანებმა ბრძოლის ველიდან გამოასვენეს.
ვახტანგ ბარაბაძე დავით ქუჩუკიანთან ერთად ბახმუტში, საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა.
დავით ქუჩუკიანი საქართველოში 14 აპრილს ჩამოასვენეს, დავით ბარაბაძის ცხედრის ბრძოლის ველიდან გამოსვენება კი ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.
დავით ქუჩუკიანი 45 წლის იყო. როგორც მისი თანამებრძოლები ჰყვებიან, ის გამოცდილი მეომარი იყო და იბრძოდა ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელშიც.
„ქართველმა პარტიზანებმა ვაკო ბარაბაძის ცხედარი გამოვასვენეთ და ახლა კონსტანტინოვკის მორგში გადავასვენებთ. ყველამ იცოდეს, რომ არავინ არასდროს არ მიუტოვებიათ და არც მიატოვებს ქართველი ქართველ მეომარს“, – განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ერთ-ერთმა ქართველმა.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან – 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში სულ 43 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.